ფეხბურთი

13:30 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელად "არსენალის" ფეხბურთელს განიხილავს

იტალიური გამოცემების მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 27 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი "მილანს" აუცილებლად დატოვებს, "როსონერიმ" კი მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, "მილანის" მესვეურებს "არსენალის" უკრაინელი ფეხბურთელის ოლექსანდრ ზინჩენკოს ვარიანტი ძალიან მოსწონთ და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

გუნდის შეცვლით და ახალი გამოწვევებით თავად ზინჩენკოც დაინტერესებულია, რადგან ბოლო პერიოდში მიკელ არტეტა დიდად აღარ სწყალობს.

ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, უკრაინელი ფეხბურთელის ღირებულება 20 მილიონია, თუმცა "მილანს" მისი შეძენა უფრო დაბალ ფასად სურს.

ცნობისთვის, 28 წლის ზინჩენკომ 2024-2025 წლების სეზონში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095098