საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა კვიპროსული "აპოელი" დატოვა და თავისუფალი აგენტია.
30 წლის ფეხბურთელი "აპოელს" 2022 წელს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. ჯერ ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს დვალი კარიერას.
გეტყვით, რომ ლაშამ 2024-2025 წლების სეზონში "აპოელის" მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.