უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონმა 1/32 ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაქი ვაზარით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მისი მოწინააღმდეგე ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი იქნება.
ცნობისთვის -81 წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილის გარდა საქართველოს სახელით ზაურ დვალაშვილიც მონაწილეობს, რომელიც 1/32 ფინალშია და მისი შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.