უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველის მეტოქე მერვედფინალში ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი იყო, რომელიც იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე კარგად ნაცნობი მატიას კასე იქნება.
ცნობისთვის -81 წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილის გარდა საქართველოს სახელით ზაურ დვალაშვილიც მონაწილეობს, რომელიც მერვედფინალურ დაპირისპირებას მოგვიანებით გამართავს.