UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევზე გააკეთა. დაღესტნელის თქმით, ისლამ მახაჩევი ზედა წონაში მხოლოდ იმიტომ ავიდა, რომ ეს UFC-ის უნდოდა.
"UFC-ის წარმომადგენელი ჰანტერ კემპბელი დაღესტანში იყო ჩამოსული, რომელიც ისლამ მახაჩევს შეხვდა. ის ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და დიდი ორთაბრძოლების მოყვარულია. ის ხაბიბის და მაკგრეგორის ორთაბრძოლის ორგანიზატორი იყო."
"არ ვიცი ამას უნდა ვამბობდე თუ არა, მაგრამ ისლამ მახაჩევი ზედა წონაში მხოლოდ იმიტომ ავიდა, რომ ეს UFC-ის უნდოდა. მათ სურთ ილია თოფურია ჩემპიონი გახდეს, რადგან ფიქრობენ, რომ ის ბრძოლებს უფრო გაყიდის." - განაცხადა უმარმა.
ცნობისთვის, ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნის ჩაატარებს, სადაც მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება.