ძიუდო

21:22 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე (+VIDEO)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკი, ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი და ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს შეხვდა, რომელსაც ასევე აჯობა და ფინალში გავიდა.

ფინალში ტატოს მეტოქე რუსი ტიმურ არბუზოვი იყო, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ფინალური შეხვედრა თითქმის 8 წუთს გაგრძელდა. ამრიგად, ტატო ზედიზედ მეოთხედ ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი აქვს: 3 ოქრო და 2 ვერცხლი.

დღესვე ამავე წონაში ზაურ დვალაშვილი გამოდიოდა, რომელმაც შვეიცარიელი ორელინ ბონფერონი და კანადელი ფრანსუა დრაპო დაამარცხა, მაგრამ დომინიკელ მედიქსონ დელ ორბე კორტორეალთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის, 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი პირველივე წრეში ჩინელ ჯინ ტანთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ჯერჯერობით, ორი მედალია, რომლებიც ეთერ ლიპარტელიანის (ოქრო) და ტატო გრიგალაშვილის (ვერცხლი) აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093288