ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი მომდევნო სეზონსაც რომის „ლაციოში“ გაატარებს. მას კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
37 წლის პედრო „ლაციოში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. მან გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა ასაკის მიუხედავად და 44 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
პედრო, რომელსაც „ბარსელონაში“, „ჩელსისა“ და „რომაში“ უთამაშია, „ლაციოს“ 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 176 თამაშში 34 გოლი გაიტანა.