ფეხბურთი

22:37 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" მწვრთნელად მატიას ალმეიდა დაინიშნა

ესპანური „სევილიას“ მთავარ მწვრთნელად მატიას ალმეიდა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

არგენტინელმა სპეციალისტმა ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ალმეიდა ბოლოს ათენის „აეკში“ მუშაობდა, რომელსაც 2022-2025 წლებში ედგა სათავეში.

მანამდე ის „რივერ პლეიტის“, „ბანფილდის“, „გვადალახარასა“ და „სან ხოსეს“ მთავარი მწვრთნელი იყო. „სან ხოსეში“ ალმეიდა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილთან მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091273