ფეხბურთი

23:50 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას "ბაზელს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

„ბაზელის“ მთავარ მწვრთნელად ლუდოვიკ მანინი დაინიშნა, რომელმაც ფაბიო ჩელესტინი შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ბაზელმა“ გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, მაგრამ ჩელესტინიმ პოსტი მაინც დატოვა, რომელიც შვეიცარიის ნაკრებში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა შეცვალა.

მანინი აქამდე „ციურიხში“, „ალტახსა“ და „ლოზანაში“ მუშაობდა. მას ფეხბურთელობის პერიოდში საუკეთესო წლები „ვერდერსა“ და „შტუტგარტში“ აქვს გატარებული და ორივე გუნდის რიგებში გერმანიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2000-2010 წლებში შვეიცარიის ნაკრებში 62 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ბაზელის“ ღირსებას გაბრიელ სიგუა იცავს, რომელსაც ჩელესტინი იშვიათად ენდობოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09369