ლონდონის „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და „ლოს ანჯელესი“ ადვილად დაამარცხა.
ენცო მარესკას გუნდმა მეტოქეს ორივე ტაიმის მიწურულს გაუტანა თითო გოლი. ჯერ პედრო ნეტომ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ენცო ფერნანდესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
„ჩელსი“ მეორე ტურში 20 ივნისს, ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება, ხოლო ამავე ჯგუფშია ტუნისური „ესპერანსი“.