მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი და მისი მეუღლე ერიკა ჩოპერენა მეოთხედ გახდნენ მშობლები.
15 ივნისს წყვილს ქალიშვილი შეეძინა, სახელად შაი. ეს მათ ოჯახში პირველი შვილია, რომელიც 8 აპრილს არ დაბადებულა… ამ დღეს, მაგრამ სხვადასხვა წლებში, მათი უფროსი შვილები: მია (2016), ამარო (2019) და ალბა (2021) სწორედ 8 აპრილს დაიბადნენ.
34 წლის გრიზმანმა ეს ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა: „15 ივნისს დაიბადა შაი - ჩვენი თავსატეხის აქამდე დაკარგული ფრაგმენტი“.
გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2 ივნისს მან „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.