„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ჯეიდონ სანჩომ შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებ-გვერდის ცნობით, „ნაპოლი“ 25 წლის გარემარბით დაინტერესდა.
გასულ სეზონში სანჩო „ჩელსიში“ იჯარით თამაშობდა. მან ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ნაპოლი“ გასულ სეზონში სერია A-ს ჩემპიონი გახდა. იტალიურმა კლუბმა ახლახან „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი დაიმატა.