ნეიმარ და სილვამ, „სანტოსის“ გარემარბის მამამ, შვილის მომავალზე ისაუბრა.
„დიდი ალბათობაა, რომ ის „სანტოსში“ დარჩება. ამაზე ვმუშაობ. ეს ხელს არ მიშლის სხვა კლუბების შეთავაზებების მოსმენაში. ბაზარზე ინტერესს ვხედავ. ამ კვირაში მაიამიში მივდივართ კლუბებთან სასაუბროდ. უნდა მოვუსმინოთ მათ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ.
დიახ, არის ევროპული კლუბები. ზოგიერთი მათგანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. მათ იციან, რომ მას შესანიშნავი სეზონის ჩატარება შეუძლია. თუმცა, ბრაზილიის ბაზარიც საინტერესოა“, - ციტირებს ნეიმარ უფროსის სიტყვებს L'Equipe.
ამ სეზონში 33 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.