ფეხბურთი

14:10 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო უილიამსი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა

ბილბაოს „ატლეტიკის“ გარემარბი, ნიკო უილიამსი „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა, იტყობინება ინსაიდერი ნიკოლო სკირა თავის სოციალურ ქსელებში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ გადაწყვიტა 22 წლის ესპანელი ფეხბურთელისთვის გამოსყიდვის ოფციის გააქტიურება, საჭირო კომპენსაციის გადახდით. ეს ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა.

ნიკოს ბილბაოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. საერთო ჯამში, კლუბის დონეზე კარიერის განმავლობაში, უმცროსმა უილიამსმა ყველა ტურნირზე 167 მატჩი ჩაატარა, 31 ბურთი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09758