ფეხბურთი

14:50 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მწვრთნელი მარესკა: „ლოს-ანჯელესთან“ თამაშის შემდეგ პალმერთან ვისაუბრე“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ განაცხადა, რომ „ლოს-ანჯელესთან“ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გამარჯვების შემდეგ (2:0) ნაევარმცველ კოულ პალმერს ესაუბრა.

„თამაშის შემდეგ კოულს ვესუბრე. ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა მისი დღევანდელი თამაში, ბურთით თამაშში პასუხისმგებლობისა და ინიციატივის თვალსაზრისით. ის ცდილობდა ბურთის აღებას მოედნის ჩვენს ნახევარზეც კი, ფეხბურთელებთან პირისპირ თამაშობდა. სწორედ ასეთ კოულს ველოდებით. ბევრჯერ მითქვამს: კოული ჩვენი საუკეთესო მოთამაშეა. ვიმედოვნებ, გააგრძელებს სწორი საქმეების კეთებას“, - ციტირებს მარესკას სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

20 ივნისს ინგლისური კლუბი, ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169502