ფეხბურთი

15:18 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუს აგენტი სტამბოლში ჩავა „გალათასარაისთან“ მოსალაპარაკებლად

„ინტერის“ ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ შესაძლოა „გალათასარაის“ ფეხბურთელი გახდეს. როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს, ნახევარმცველის აგენტი მალე სტამბოლში ჩავა თურქეთის ჩემპიონებთან მოსალაპარაკებლად.

წყაროს ცნობით, ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ კლუბმა იცის, რომ ჩალჰანოღლუ „გალათასარაის“ გულშემატკივარია და შესაძლოა ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილოს. ამ ეტაპზე, სტამბოლის გუნდის პრიორიტეტი, როგორც ამბობენ, თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენის გუნდში შენარჩუნებაა, რომელიც გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ იჯარით გადაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091541