თამაშგარე

15:46 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სულ სხვანაირი ნინა დრამა

არ გადაგვრიოთ და არ თქვათ ფოტოებზე ასახული გოგო ვერ ვიცანითო! ჰოდა თუკი იცანით, იმასაც გეტყვით, რომ ამჟამად საქართველოში მერაბ დვალიშვილთან ერთად მოგოგმანე ამერიკელი ნინა დრამას ნამდვილი სახელი ნინა დანიელე გახლავთ, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ჟურნალ „ფლეიბოის“ მოდელი იყო და ფოტოკამერის წინ ტიტლიკანურად პოზირებაში ბარე ორ ქალს მოიტოვებდა უკან.

ნიუ იორკში შობილი და აღზრდილი ნინა სრულწლოვანობის ასაკიდან მკერდით გადაეშვა სიამტკბილობის უსაზღვრო სამყაროში და ისეთი თამამი ფოტოები დაუტოვა მადლიერ შთამომავლობას, თქვენს წინაშე დიდი მორიდებითა და კრძალვით წარმოდგენილი ფოტოები იმათთან შედარებით ლუიზიანას სასულიერო სასწავლებლის რექტორის პირადი ალბომი გეგონებათ.

ნინა დრამა, უფრო სწორად კი ნინა დანიელე სანამ გურიაში ქვევრის ჩხავერს და სურამში სერგოს ნაზუქს გასინჯავდა, ამერიკაში ამ ცხოვრების ბევრი ტკბილ-მწარე აქვს დაგემოვნებული და ვერა კაცი ვერ მოსთვლის, თამამი ფოტოებით რამდენ ჩუჩატკაცუნა მოწყენილ ჯეელს გაუხარა გული.

თეგებინინა დრამა
0.094657