უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს ლაშა ბექაური გამოეთიშა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მესამე წრეში დამარცხდა.
90 კგ წონით კატეგორიაში ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში ბელარუსი ალიაქსანდრ სიდორიკი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში იტალიელ კომი კენი ბედელთან მარცხი განიცადა. შესაბამისად, გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა.