ფეხბურთი

18:23 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა.

გორის „დილა“, რომელიც განთესილი იყო, ლუქსემბურგის „რასინგს“ დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ განუთესავი გახლდათ, მეტოქედ ყაზახური „ორდაბასი“ ერგო, რომელთანაც 2019 წელს ევროპა ლიგაზე ორივე მატჩი წააგო - 0:2 და 0:1. "დილა" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს, საპასუხოს - შინ, "ტორპედო" კი, ჯერ უმასპინძლებს მეტოქეს და მერე ესტუმრება.

კიდევ ერთი ქართული კლუბი „სპაერი“ კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10-17 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163352