ფეხბურთი

19:30 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო: "ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ 5-6 დღე არ ვლაპარაკობდი"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ რამდენიმე დღე არ საუბრობდა.

„უნდა გადავშალოთ გვერდი და არ ვიფიქროთ იმაზე, რაც მოხდა. ვერ ვხვდები, როგორ იყო შესაძლებელი ასეთი დიდი შანსის დაკარგვა მსგავსი ანგარიშით წაგებით. დამწუხრებული ვიყავი, მიზეზების პოვნა რთული იყო, 5-6 დღე დამჭირდა სასაუბროდ. იმ საღამოს გუნდი არ ვიყავით, მაგრმ ეს ფეხბურთია, წინ უნდა წავიდეთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს. სამწუხაროა, რომ სეზონში ტიტული ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი სეზონი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი? ჩვენ „ინტერი“ ვართ და მაქსიმუმის მიღწევა გვინდა“, - თქვა ლაუტარომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან 0:5 განადგურდა, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მექსიკურ „მონტერეის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095713