ინგლისურმა „ბრაიტონ ალბიონმა“ „ვერონადან“ ნიჭიერი იტალიელი მცველი დიეგო კოპოლა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბრაიტონმა“ იტალიურ კლუბს 12 მილიონი ევრო გადაუხადა.
დიეგო კოპოლამ 2021 წლიდან „ვერონაში“ 86 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ მას იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, რომლის რიგებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.