უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ აზერბაიჯანელი ბუგარ ტალიბოვი, იტალიელი კრისტიან პარლატი, ჩეხი დავიდ კლამერტი და ესტონელი კრისტოფერ კლენ კალიულაიდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მარცხი სანშირო მურაოსთან განიცადა. შედეგად, ბრინჯაოსთვის იტალიელ კომი კენი ბედელს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და საქართველოს მესამე მედალი მოუტანა.
დღესვე ამავე წონაში ლაშა ბექაური გამოდიოდა, რომელიც უმედლოდ დარჩა, ზემოხსენებულ იტალიელ ბედელთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვა.