ფეხბურთი

21:35 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია 1999” მარჯვენა მცველით გაძლიერდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “იბერია 1999” 24 წლის კოტდივუარელი მარჯვენა მცველით არმელ ზოჰურით გაძლიერდა. ტრანსფერი თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

არმელ ზოჰური ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ტირასპოლის “შერიფში” რეგულარულად თამაშობდა და და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

კოტდივუარელი ფეხბურთელმა “შერიფის” მაისურით 2 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “იბერია 1999” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება, სადაც მათი მეტოქე შვედური “მალმიო” იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8-9 ივლისს, ხოლო საპასუხო 15-16 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171828
სარეკლამო ადგილი - 99
X x X