კალათბურთი

0:37 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 31 ქულა და იტალიის ჩემპიონის ტიტული: "ვირტუსმა" სკუდეტო მოიგო

„ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, თორნიკე შენგელიაც! ფინალური სერია ბოლონიელებმა ადვილად, 3:0 მოიგეს.

„ვირტუსმა“ მესამე შეხვედრაშიც აჯობა „ბრეშას“, ამჯერად, მისსავე მოედანზე 96:74. შენგელია საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ასე რომ, ფანტასტიკური თამაში ჰქონდა.

ზოგადად, შენგელიამ ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით, სეზონის ბოლო ნაწილი და ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თორნიკე შენგელია პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი, მას 2020 წელს ესპანეთის ჩემპიონატიც აქვს მოგებული „ბასკონიას“ რიგებში.

„ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მე-17-ედ გახდა, ხოლო 2021 წლის შემდეგ პირველად.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09343