ფეხბურთი

0:46 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა ხვადაგიანი: "მიხარია, რომ ნაკრებს ყოველთვის ვეხმარებოდი და გულით ვთამაშობდი"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა საბა ხვადაგიანმა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. ის ახალგაზრდულ ნაკრებს დაემშვიდობა, რადგან ასაკით ამიერიდან მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია.

„პირველ რიგში, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მიხარია, რომ ნაკრებს ყოველთვის გვერდში ვედექი და ვეხმარებოდი, ყოველთვის გულით, ყველაფრით ვთამაშობდი. ძალიან დიდი პატივია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამ ბიჭებთან ერთად ვითამაშე. რა არ გამოვიარეთ ერთად, ფეხბურთელებმა და სტაფმა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან მომიწია თამაში.

სვანაძე ჩემთვის მამასავითაა, ძალიან მიყვარს, ვაფასებ და ყოველთვის დავაფასებ. მადლობა მას, ყველაფერში გვეხმარებოდა, მართლა ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის“, - თქვა ხვადაგიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103555