ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ასპარეზობა A ჯგუფშიც დასრულდა, სადაც ბრძოლა მხოლოდ პირველი ადგილისთვის იყო.
ესპანეთს და იტალიას მეოთხედფინალის საგზური მოპოვებული ჰქონდათ, ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეხვდნენ. ბურთების ბალანსი ესპანელთა მხარეს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი ჰქონდა გატანილი და შესაბამისად, ფრე აწყობდა. ესპანელებმა მიზანს მიაღწიეს, რადგან შეხვედრა 1:1 დასრულდა.
პარალელურად, მასპინძელმა სლოვაკეთმა რუმინეთს 2:1 აჯობა და ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.
ესპანეთი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, იტალია ასევე 7 ქულით მეორე ადგილზე და მეოთხედფინალში B ჯგუფის გუნდებთან თამაში მოუწევთ. სლოვაკეთი 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო რუმინეთმა ტურნირი უქულოდ დაასრულა.