პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს ბრძოლისუნარიანობა შეუქო.
„თამაშის ეს სცენარი განპირობებული იყო ადრეული გაძევებით და როდესაც რიცხობრივი უპირატესობა გაქვს, უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო. ვფიქრობ, რომ ეს შევძელით, მაგრამ უკეთესადაც შეგვეძლო. პირველ ტაიმში ბურთით სწრაფად მოქმედება გვაკლდა, ხაზებს შორის მოძრაობა, რაც უფრო მაღალია დონე, მით უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ.
საქართველო დაბალი ბლოკით, უკიდურესად აგრესიული მოთამაშეებით გვეთამაშებოდა, მომწონს მათი მაგალითი მოვიყვანო, როგორც გუნდის, რომლის მწვრთნელობა მომეწონებოდა, სწორედ მათი აგრესიულობისა და იმისთვის, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე არაფერი დათმეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მოთამაშით ნაკლები ჰყავდათ“, - თქვა რუი ჟორჟემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.