პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ენრიკე არაუჟომ და როდრიგო პინეირომ საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
როდრიგო პინეირო: „ვიცოდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა იმ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, ყოველთვის. ერთი მოთამაშით ნაკლები ჰყავდათ, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს და სჯეროდათ. ამან ჩვენი ცხოვრება გაართულა. შემდეგ დაიღალნენ, სივრცეები გააჩინეს და ჩვენ ოთხი გოლის გატანა შევძელით“.
ენრიკე არაუჟო: „საქართველო კარგი გუნდია. ისინი დაცვაში ძლიერად იდგნენ, ყოველთვის ბურთის ხაზის უკან ბევრი ფეხბურთელი ჰყავდათ. მეოთხედფინალში თავდაჯერებულები ვიქნებით, თუმცა ვიცით, რომ ძლიერ გუნდს შევხვდებით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.