ფეხბურთი

10:45 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" კაპიტანი: "წინასწარ ფავორიტობაზე საუბარი არასწორია"

გორის „დილას“ კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ კონფერენს ლიგის წილისყრა შეაფასა და მეტოქის, „რასინგის“ შესახებ კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ამ დონის ტურნირებზე ხვდები, წინასწარ ფავორიტობაზე საუბარი და წილისყრის ცალსახად კარგად ან ცუდად შეფასება არასწორია. აუცილებელია, რომ გუნდმა თავმდაბლობა შეინარჩუნოს და მატჩიდან მატჩამდე დაისახოს მიზანი. ევროტურნირებამდე უახლოესი მეტოქე „იბერიაა“, რომელთანაც უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და ეს შეხვედრა ძალიან წაგვადგება“, - თქვა ეტოუმ.

შეგახსენებთ, რომ „დილა“ „რასინგს“ ლუქსემბურგში 10 ივლისს ესტუმრება, ხოლო 17 ივლისს, გორში უმასპინძლებს.

0.097709