ფეხბურთი

13:00 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონისა" და "ბორდოს" ლეგენდა, ბერნარ ლაკომბი გარდაიცვალა

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ბერნარ ლაკომბი გარდაიცვალა. „ლიონისა“ და „ბორდოს“ ლეგენდარული ფორვარდი 72 წლის იყო.

ლაკომბიმ კარიერის განმავლობაში „ლიონში“, „სენტ ეტიენსა“ და „ბორდოში“ ითამაშა, თუმცა, საუკეთესო პერიოდი „ლომებისა“ და ჟირონდელების რიგებში ჰქონდა. მან ლიგა 1-ში 255 გოლის გატანა მოახერხა.

საფრანგეთის ნაკრებში ლაკომბის აქტივში 1973-1984 წლებში 38 მატჩი და 12 გოლია, რომლის რიგებში 1984 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1996-2000 წლებში „ლიონის“ მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088718