UFC-ის ვარსკვლავი და ორი წონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა. ირლანდიელის ვიდეოებმა სოციალური ქსელები, თუ გამოცემების მთავარი გვერდები მოიარა, სადაც ის ღამის კლუბში უცხო ადამიანს მარცხენა ხელს ურტყამს და თიშავს.
კონორ მაკგრეგორი იბიცაზე დასასვენებლად იმყოფება, სადაც გასართობად ერთ-ერთ ღამის კლუბს ესტუმრა. გავრცელებული ცნობებით, კონორი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და უთანხმოება უცხო ადამიანთან მოუხდა, ვიდეოში ჩანს თუ როგორ ურტყამს კონორი მამაკაცს, ჯერ ერთხელ, მალევე კი მეორედ, რის შემდეგაც უცნობი მამაკაცი ითიშება და ძირს ვარდება.
როგორც ცნობილი ხდება, კონორ მაკგრეგორმა მომხდარი ინციდენტის შემდეგ გართობა და სასმლის მიღება გააგრძელა, ხოლო მის მიერ დანოკაუტებულ ადამიანს გონზე მოსვლის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა კლუბი დაატოვებინეს.