მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა მილანის "ინტერმა", რომელიც მექსიკურ "მონტერეის" დაუზავდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩი მექსიკელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის 25-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავის სტილში კუთხურიდან გაიტანა. ვეტერანი ესპანელის გოლს მალევე ლაუტარო მარტინესმა უპასუხა, არგენტინელმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. ამის შემდეგ შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პირველი ტურის შემდეგ, E-ჯგუფს 3 ქულით"რივერ პლეიტი"ლიდერობს, მოერე-მესამე ადგილებს კი "ინტერი" და "მონტერეი" იყოფენ, ხოლო ბოლო ადგილზე იაპონური „ურავა" იმყოფება.