სხვა

13:55 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რიკი სიმონი: "დვალიშვილი ერთხელ უკვე დამარცხებული მყავს და ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა რიკი სიმონმა ჟურნალისტებთან მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.

"ამ ორგანიზაციაში იმიტომ ვარ, რომ ჩემპიონობა მსურს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით არაფერი ვიცი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი ორთაბრძოლის მოგება top 15-ში დამაბრუნებს და ჩემი მიზნისკენ სვლას გავაგრძელებ. მერაბის გამო მოხარული ვარ, ის ჩემპიონობას იმსახურებდა, თუმცა მე ის ერთხელ უკვე დავამარცხე და ჩემს ძალებში დარწმუნებული ვარ. ყოველთვის დიდ მებრძოლებთან ჩხუბი მიყვარს, მათ შორის ჩემპიონიც დამარცხებული მყავს, ამიტომ ვიცი ჩემპიონობა შემიძლია. მერაბთან კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი." - განაცხადა რიკი სიმონმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი რიკი სიმონთან 2018 წელს დამარცხდა, UFC-ში ეს ქართველი "მანქანისთვის" მეორე ბრძოლა იყო, მას შემდეგ კი მერაბი დაუმარცხებელია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097747