ფეხბურთი

15:01 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ხალხი ფიქრობს, რომ წვეულებებს და კარნავალებს ყოველდღიურად ვესწრები"

ბრაზილიის ნაკრებისა და "სანტოსის" ფეხბურთელმა ნეიმარმა Flow Podcast-თან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ის ხალხის კრიტიკას შეეხო და კომენტარი სამომავლო გეგმებზეც გააკეთა.

"ხალხს ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე, გარკვეული წარმოდგენა აქვს. ყველას ჰგონია, რომ წვეულებები, კარნავალები, რომლებზეც დავდიოდი, ყოველდღე, ნებისმიერ დროს იმართებოდა და არა მაშინ, როცა ამის გაკეთება შემეძლო, დასვენების დღეს, შვებულებაში...“

„უკვე 15 წელია მაღალ დონეზე ვთამაშობ, დიდ გუნდებში ვიყავი და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნაწილი ვარ. ეს დიდ თავდადებას მოითხოვს. ბევრი რამის დათმობა გიწევს, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. აქ მოხვედრა ადვილი არ არის. ძალიან ვამაყობ ყველაფრით, რასაც ვაკეთებ“

„რამდენიმე გუნდს ვესაუბრე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესახებ. მათ შორის "ფლუმინენსე" ძალიან ახლოს იყო რეალობად ქცევასთან, მაგრამ მე დარჩენა და ცოტა ხანს ვარჯიში ვამჯობინე. ფიზიკურად 100%-ით მზად ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, კიდევ უფრო კარგ ფორმაში დავბრუნდე“ - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „სანტოსში“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მოკლევადიანი კონტრაქტით და ჯერჯერობით, ფორმაში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან ტრავმა არაერთხელ მიიღო. ნეიმარს „სანტოსის“ გარდა, „ალ-ჰილალში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174554