ფეხბურთი

15:50 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე "ლიონის" ლეგენდას დაემშვიდობა: "ის კლუბის დნმ იყო, არასოდეს დაგივიწყებთ"

„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბერნარ ლაკომბის დაემშვიდობა, რომელიც 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ბერნარ ლაკომბი უბრალოდ სახელზე ბევრად მეტი იყო. ხმა, სული, ისტორია, რომელიც თაობებს მოიცავდა. ის განასახიერებდა „ლიონს“, ფრანგულ ფეხბურთს, ერთგულებას, ვნებას, პატივისცემას. ისინიც კი, ვინც მას პირადად არ იცნობდა, ჩემსავით, იმ ჩრდილში გაიზარდნენ, რასაც ის წარმოადგენდა. ყველგან იყო: კლუბის დერეფნებში, ისტორიებში, „ლიონის“ დნმ იყო. დღეს უდიდეს ფიგურას ვკარგავთ, ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა. მშვიდად განისვენეთ ბატონო ლაკომბ, არასოდეს დაგივიწყებთ“, - დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში.

ბერნარ ლაკომბი „ლიონში“ 1969-1978 წლებში თამაშობდა და 230 მატჩში 128 გოლი გაიტანა. შემდეგ ის „ლომებში“ მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. 1984 წელს ლაკომბი საფრანგეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165967