თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ „ვირტუსის“ მთავარ მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩზე ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ თორნიკემ და ივანოვიჩმა მეორედ მოახერხეს ერთად ჩემპიონობის მოპოვება:
“ჩემი ურთიერთობა მწვრთნელ ივანოვიჩთან წარმოუდგენელია! ჩვენ ისეთი წყვილი ვართ, რომელიც სეზონის ბოლოს ტიტულებს იგებს. ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ! შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია“, - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩი-შენგელიას დუეტმა 2020 წელს „ბასკონიაში“ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 5 წლის შემდეგ „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.
თორნიკე შენგელია ახალი სეზონიდან ესპანეთში დაბრუნდება და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია „ვირტუსის“ პრეზიდენტმა მასიმო ძანეტიმ დაადასტურა.