ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საასპარეზო დღეს, საქართველოს სახელით ილია სულამანიძემ იასპარეზა.
ქართველმა პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილთან დამარცხდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.
ცნობისთვის ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, ეთერ ლიპარტელიანმა, ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.
ინდივიდუალურ შეჯიბრში ბოლო დღეს საქართველოს სახელით მძიმე წონებში გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.