ფეხბურთი

17:35 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოან გარსია "ბარსელონას" ფეხბურთელია

24 წლის ესპანელი მეკარე ჟოან გარსია "ბარსელონას" ფეხბურთელია, ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიური კლუბის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, "ესპანიოლის" ყოფილი მეკარე კონტრაქტს ოფიციალურად პარასკევს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც "ბლაუგრანაში" 2031 წლამდე დარჩება. ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ჟოან გარსია „ესპანიოლის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 67-ჯერ ითამაშა.მას ასევე ესპანეთის ყველა ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163792