ფეხბურთი

20:23 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვს მენისკის პრობლემა აქვს, მისი მდგომარეობა დეტალურად უნდა შეფასდეს

საბა საზონოვი, რომელიც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე დაშავდა, ტურინში დაბრუნდება, სადაც კლუბის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო შემოწმებას დეტალურად გაივლის.

პირველად შეფასებით ჯვარედინი იოგები დაზიანებული არაა, რაც კარგი ამბავია. თუმცა, პრობლემა მენისკზე აქვს, რომელიც შეიძლება საოპერაციო იყოს, რაც 2-3 თვით უქმობას ნიშნავს. ოპერაცია თუ არ დასჭირდება, შედარებით მალე დაუბრუნდება მოედანს, მაგრამ „ტორინოში“ პრესეზონი მაინც გაუცდება.

„ტორინოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მარკო ბარონი, რომლისთვისაც საბას თავის მოწონება სწორედ სეზონისწინა შეკრებაზე შეეძლო.

საბა საზონოვმა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა. ევროპის ჩემპიონატზე მან ორი მატჩი ჩაატარა, გოლიც გაიტანა, მაგრამ უმძიმესი ტრავმის შემდეგ მჭიდრო გრაფიკსა და დატვირთვას ვერ გაუძლო და ისევ დაზიანება მიიღო.

0.095899