ფეხბურთი

22:07 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

„მანჩესტერ სიტიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველ ტურში მაროკოს „ვიდადი“ 2:0 დაამარცხა.

„სიტის“ ახალწვეულები, რაიან შერკი და ტიჯანი რეინდერსი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ „ქალაქელებს“ გამარჯვება ძველი „გვარდიის“ წევრებმა მოუტანეს. პირველივე ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი: ანგარიში ფილ ფოდენმა გახსნა მეორე წუთზე, ხოლო ტაიმის მიწურულს ჟერემი დოკუმ სხვაობა გააორმაგა. შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„მანჩესტერ სიტი“ მეორე ტურში 23 ივნისს, „ალ აინს“ შეხვდება, ხოლო „ვიდადი“ 22 ივნისს, ტურინის „იუვენტუსს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.178293