ფეხბურთი

22:25 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ორი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მესამე ტურის მატჩები D ჯგუფში გაიმართა, სადაც პირველი ადგილი დანიის ნაკრებს განაღდებული ჰქონდა.

დანია ბოლო ტურში ფინეთს 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს მოდუნდა, ორი გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა - 2:2. მეორე ადგილის ბედი ირკვეოდა პარალელურ შეხვედრაში, რომელშიც ნიდერლანდებს მხოლოდ მოგება აწყობდა, უკრაინას - ფრეც.

ნიდერლანდებმა მეტოქეს 2:0 სძლია და ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. საბოლოოდ, დანია 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ნიდერლანდები 4 ქულით მეორეზე, უკრაინა 3 ქულით მესამეზე, ხოლო ფინეთს 2 ქულით მეოთხე ადგილი ერგო.

მეოთხედფინალში დანია საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ნიდერლანდების მეტოქე პორტუგალია იქნება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093603