ფეხბურთი

23:05 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარმა" 29 წლის მწვრთნელმა ჩაიბარა

იტალიური „პარმას“ მთავარ მწვრთნელად კარლოს კუესტა დაინიშნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 29 წლისაა.

მწვრთნელისთვის ეს ძალიან პატარა ასაკია და თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი შემთხვევა იშვიათია. კუესტამ კრისტიან კივუ შეცვალა, რომელიც „ინტერში“ გადავიდა.

ესპანელი სპეციალისტი ბოლო წლებში ლონდონის „არსენალში“ მუშაობდა, სადაც მიკელ არტეტას ასისტენტი იყო. იტალიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, 2018-2020 წლებში „იუვენტუსის“ 18-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162585