ფეხბურთი

1:01 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, გერმანიამ ინგლისს აჯობა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.

ბოლო ტურის მატჩები B ჯგუფში შედგა, სადაც გერმანიამ ინგლისი 2:1 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა. ინგლისიც გავიდა მეოთხედფინალში, მაგრამ მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთს უნდა უმადლოდეს, რომელმაც პარალელურად სლოვენია დაამარცხა (2:0). არადა, სლოვენიას რომ მოეგო, ინგლისი შეიძლებოდა ჯგუფში ჩარჩენილიყო.

საბოლოოდ, გერმანია პირველია 9 ქულით, მეორე ადგილი ინგლისს ერგო 4 ქულით, ჩეხეთს მესამე (3 ქულა) და სლოვენიას მეოთხე (1 ქულა).

მეოთხედფინალური წყვილები

პორტუგალია - ნიდერლანდები (21 ივნისი, ჟილინა)

ესპანეთი - ინგლისი (21 ივნისი, ტრნავა)

გერმანია - იტალია (22 ივნისი, დუნაისკა სტრედა)

დანია - საფრანგეთი (22 ივნისი, პრეშოვი)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090521