ფეხბურთი

1:43 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსომ იდეალურად ვერ დაიწყო (+VIDEO)

მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი „ალ-ჰილალთან“ ფრით დაიწყო - 1:1.

„სამეფო კლუბში“ ჩაბი ალონსოს დებიუტიც შედგა, თუმცა ესპანელის ხელმძღვანელობით მადრიდული გრანდის პირველი თამაში იდეალურისგან ძალიან შორს იყო.

„რეალი“ 34-ე წუთზე გონსალო გარსიას გოლით დაწინაურდა, რასაც პირველივე ტაიმში რუბენ ნევეშმა პენალტით უპასუხა და მერე გოლი აღარ გასულა. „ალ-ჰილალში“ სიმონე ინძაგის დებიუტი იყო და არაბულმა კლუბმა ესპანურ გრანდს ტოლი მართლაც არაფერში დაუდო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატების ისტორიაში „რეალმა“ მე-12 მატჩი ჩაატარა და პირველად ვერ მოიგო.

„სამეფო კლუბს“ შეეძლო ამ თამაშის მოგებაც, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხობრივად ცუდად ითამაშა. 92-ე წუთზე იასინ ბონომ ფედერიკო ვალვერდეს პენალტი მოიგერია და საკუთარ გუნდს დამსახურებული ქულა გადაურჩინა.

მეორე ტურში „რეალის“ მეტოქე მექსიკური „პაჩუკა“ იქნება, „ალ-ჰილალი“ „ზალცბურგს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164593