„ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელებმა, არგენტინელმა ნიკოლას ფიგალმა და ესპანელმა ანდერ ერერამ, ოთხი მატჩით დისკვალიფიკაცია მიიღეს 2025 წლის საკლუბო მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბენფიკასთან“ (2:2) მატჩში მოედნიდან გაძევების შემდეგ - გვამცნობს Reuters.
აღნიშნულია, რომ არგენტინული კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ უკვე დავუკავშირდით ფიფას სააპელაციო კომიტეტს საჩივრის შესატანად“.
ერერა მატჩის მე-20 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ 45-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა, სეზარ არტურო რამოსმა, ესპანელს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, მსაჯის შეურაცხყოფისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. მცველი ფიგალი 88-ე წუთზე უხეში ჯარიმისთვის გააძევეს.
გარდა ამისა, „ბენფიკას“ იტალიელ თავდამსხმელ ანდრეა ბელოტის, 72-ე წუთზე წესების უხეში დარღვევის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
ტურნირის შემდეგ შეხვედრაში „ბოკა ხუნიორსი“ 21 ივნისს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბენფიკა“ 25 ივნისს „ოკლენდ სიტის.“