საუდური „ალ-ჰილალი“ სერიოზულ ინტერესს იჩენს მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნის — „მილანის“ პორტუგალიელი გარემარბის, რაფაელ ლეაუს მიმართ. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ დაწერა სოციალურ ქსელში.
წყაროს ცნობით, საუდურმა კლუბმა უკვე მიმართა ფეხბურთელს და იცის, რომ „როსონერი“ 100 მილიონ ევროსთან მიახლოებულ თანხას ითხოვს. „მილანს“ ზოგადად არ სურს პორტუგალიელის გაყიდვა, მაგრამ მზადაა გაუშვას, თუ კარგი შეთავაზება იქნება. ასევე ხაზგასმულია, რომ ლეაუს პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
გასულ სეზონში ლეაუმ ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 12 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შესარულა. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.