„დეიდა გადამარჩინე!“ - აღმოხდა ლამინ იამალს და თავი ქალის მკერდში ჩარგო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ესპანურენოვან ბულვარულ საიტზე მასსა და ესპანელ მოდელ ფატი ვასკესის ტრფიალების შესახებ კომენტარები წაიკითხა, სადაც ქალს პედოფილად აცხადებენ, ლამილს კი მცირე ასაკის იღბლიან „ხელმარჯვე ოსტატად“.
ნამეტანი არ გაუმართლა 30 წლის მოდელ ფატი ვასკესს, რომელმაც პურიტანი საზოგადოება გადაიმტერა მას შემდეგ რაც არ დამალა, რომ რომანი ჰქონდა მასზე 13 წლით უმცროს, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ კი არადა, უკვე ამოსულ ვარსკვლავ ლამინ იამალთან.
სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი ფსევდომორალისტი ხალხი არც საქართველოს აკლია, მაგრამ ესპანეთში ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ყველამ ლამინისთვის და ფატისთვის მოიცალა და ვისაც კი არ ეზარება, ყველა ამ წყვილს განაქიქებს. არადა, 17 წლის ასაკში, ასეთ ქალს რომ მათი საწოლისკენ მიეჩქარებოდეს, რომელი ფსევდომორალისტი არ გაიხარებდა?...