„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში „ბოტაფოგოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ეიფორია ნორმალურია. ევროპის ჩემპიონობა პატარა ამბავი არაა და ეიფორია ნორმალურია, როცა ყველა ჩვენზე კარგად საუბრობს. სასიამოვნოა კომპლიმენტების მიღება, მაგრამ ჩვენ, როგორც გუნდი, ყოველთვის ვცდილობთ გაუმჯობესებას.
შესანიშნავია ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაში. „ბოტაფოგოს“ დიდი ისტორია აქვს და კოპა ლიბერტადორესი მოიგო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში მათთვის დიდი მოტივაცია იქნება. ჩვეულებრივად ვემზადებით. მზად უნდა ვიყოთ ყველა იმ მოულოდნელობისთვის, რაც შეიძლება მატჩის დროს მოხდეს. მთავარი მხოლოდ კარგი შოუს მოწყობაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მატჩს ადევნებს თვალყურს. გვსურს, რომ კიდევ უფრო გავუმჯობესდეთ. ეს ჩვენი მიზანია“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე გაიმართება.