„რეალის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ესპანური გრანდის ვებგვერდი ავრცელებს.
მბაპე ჰოსპიტალში მწვავე გასტროენტერიტის დიაგნოზით გადაიყვანეს, სადაც მას საჭირო ტესტები და მკურნალობა უტარდება. ჯერჯერობით, მისი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში „ალ-ჰილალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.