ძიუდო

21:04 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და ვერცხლი მოიპოვა

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა სლოვაკი მარიუს ფიზელი, გერმანელი ლოსენი კონე და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ მინიონ კიმს გაეჯიბრა, რომელიც დამატებითი დროის მეხუთე წამზე იპონით დაამარცხა.

გურამის მეტოქე ფინალში რუსი ინალ ტასოევი იყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში მარცხი განიცადა. ქართველი იუკოთი იგებდა, მაგრამ შემდეგ ვაზარი მიიღო და სიტუაციის შესაცვლელად დრო აღარ ეყო. 30 წლის თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე მედალი მოიპოვა: 2018 წელს ოქრო, 2024 და 2025 წლებში ვერცხლი და 2022 წელს ბრინჯაო. ის ზედიზედ მეორედ დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

დღესვე, ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა, რომელმაც კოლუმბიელ ბრიჯიტ კარაბალის აჯობა, მაგრამ მეორე წრეში სამხრეთკორეელ ჰიეონი ლისთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო. როგორც ხედავთ, ვაჟებმა გამოსვლა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ივნისს, გუნდური ასპარეზობით დასრულდება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა და გოგონების შერეული ნაკრებიც გამოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10188